ქურდობის ფაქტი რუსთავში [video]

2019-05-12 00:45:58

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 80 წლის ქალს, რომელიც გარე ვაჭრობით არის დაკავებული, 50 წლის მამაკაცმა მობილური ტელეფონი მოპარა და ადგილიდან მიმალვა სცადა.

ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, სამართალდამცავებმა რეაგირება დროულად მოახდინეს და მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.