სამოქალაქო აქტივისტი ნიკა მუსერიძე გაათავისუფლეს. [ვიდეო/video]
"ჯეოსტილმა შეიტანა განცხადება, სავარაუდოდ, ფიქრობნენ, რომ ეს იყო არალეგალური საქციელი ჩვენი მხრიდან. აქედან გამომდინარე ახსნა განმარტება გავაკეთეთ, საიდან როგორ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომელიც იყო საჯარო", - განაცხადა ნიკა მუსერიძემ.
სამოქალაქო აქტივისტებმა სოციალურ ქსელში ჯეოსტილის დირექტორის ფოტო და ტელეფონის ნომერი გაავრცელეს და მოუწოდეს მოსახლეობას მიეწერათ 1 სიტყვა "გავიგუდეთ", რის საფუძველზეც ჯეოსტილმა პოლიციაში განცხადება შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტი დაკითხვის მიზნით რუსთავის მეორე განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი.