რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, "უწმინდესის ვარდების ბაღი"-ს გაშენება მიმდინარეობს, თუმცა პროექტის დასრულების ზუსტი თარიღი უცნობია.
პროექტის ინიციატორი "ინფო რუსთავთან" საუბრისას ამბობს, რომ "უწმინდესის ვარდების ბაღი" სააღდგომოდ უნდა გახსნილიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ბაღის გახსნა ვერ მოხერხდა.
"ვარდების ბაღის გახსნა გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო გადაიდო. სააღდგომოდ პასკებს ვყიდიდით და ახლა უკვე თანხის მესამედი აგროვდა. ახლა "მადლიერების სამაჯურის" გაყიდვას ვაპირებთ, რომელიც იქნება ვერცხლის მარგალიტის თვლებით, შემოსული თანხით კი, მოზაიკა გაკეთდება"- განაცხადა იდეის ავტორმა ნანა ბეღელაძემ.
იდეის ავტორის თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ, იგეგმება უკანა ფონის, ვარდების ხალიჩის დამატება.
"მადლიერების სამაჯურის" შეძენის სურვილის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 574 14 79 41 - საკონტაქტო პირი: ნანა ბეღელაძე.
შეგახსენებთ, რომ "უწმინდესის ვარდების ბაღი" უწმინდესის აღსაყდრებიდან 40, დაბადებიდან 85 და საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შენდება და ის ასევე განკუთვნილი იქნება ხელმოწერის ცერემონიალისთვის.