რუსთავის საჯარო ბაღებში საზაფხულო არდადეგები 30 ივნისს დაიწყება. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ბაგა ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს.
"სასწავლო წელი რუსთავის ყველა საბავშვო ბაღში ერთდროულად დასრულდება"- განაცხადა გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა. ხუციშვილის ინფორმაციით, შესაძლოა ივნისის თვეში სააღმზრდელო დაწესებულებებში თავისუფალი დასწრება გამოცხადდეს.
სიახლეა ისიც, რომ 2019-2020 სასწავლო წლისათვის რუსთავის ბაღებში 3-4, 4-5 და 5-6 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიაში ბავშვები განცხადების საფუძველზე ჩაირიცხებიან.
ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში სექტემბერს დაიწყება.