2019-05-10 16:12:19
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში მოსწავლეთა ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, სკოლის ბუფეტში ტარდება არაგეგმური ინსპექტირება, აიღებენ სურსათის ნიმუშებს, რომელთა კვლევა ჩატარდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს.