გადავარდა თუ არა ბავშვი მე-4 სართულიდან (ვიდეო).

2017-03-11 20:10:19

რამდენიმე საათის წინ მე-20 მიკრო-რაიონიში, მე-4 სართულიდან საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში მცირეწლოვანი ბავშვი ჩავარდა. როგორც „ინფო რუსთავმა“ შემთხვევის ადგილზე გაარკვია, მე-4 სართულის ფანჯრიდან 5 წლის ბავში ელექტროსადენების დახმარებით ჩავიდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბავშვს ეზოში ჩასვლა უნდოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მშობლებმა ამის უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც ბავშვი ჩუმად ეზოში მეოთხე სართულის ფანჯრიდან სადენების დახმარებით ჩავიდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. მცირეწლოვანი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ოჯახის წვრების ინფორმაციით, ბავშვი არ დაშავებულა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.