ნინო ბეგაძე #8 საჯარო სკოლას უხელმძღვანელებს

2019-05-09 22:25:02

ნინო ბეგაძე #8 საჯარო სკოლას უხელმძღვანელებს.

განათლების მინისტრმა გამოიყენა დისკრეციული უფლება და ვაკანტურ ადგილზე მოვალეობის შემსრულებლად საკუთარი კანდიდატურა დანიშნა. ნინო ბეგაგძე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაახლოებით 1 წელი იქნება. 2020 წელს კი სკოლის დირექტორების არჩევნებია, სწორედ 1 წელში სამეურვეო საბჭო ყველა სკოლაში თავიდან აირჩევს დირექტორს.

"ინფო რუსთავი" ნინო ბეგაძეს დაუკავშირდა, მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა რომ: "მე 2014 წლიდან ვარ სერთიფიცირებული, მაქვს დირექტორის უფლების დამადასტურებელი სერთიფიკატი. 2014 წელს დირექტორის პოზიციაზე წარდგენილი ვიყავი 23-ე სკოლაში, შემდეგ მე-3 სკოლაში, ამჟამად კი უკვე მე-8 სკოლაში. ვგეგმავ რომ მერვე სკოლა უფრო შედეგიანი და წარმატებული გავხადო".

ნინო ბეგაძე
2005 წლიდან რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის თანაშემწეა. 10 წელი მუშაობდა #7 საჯარო სკოლაში დირექტორის მოადგილედ, ბოლო 2 წელი კი #21 საჯარო სკოლაში ხარისხის მართვის მენეჯერად მუშაობდა.

8 სკოლის დირექტორის პოზიციაზე ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც 25 მარტს სკოლის დირექტორი ავთანდილ მჟავია 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.