რუსთავში, თბილისის ქუჩაზე, გაზსადენის დაზიანების გამო რუსთავის მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა როდის აღდება ბუნებრივი აირის მიწოდება. სოკარ ჯორჯია გაზის ინფორმაციით, რუსთავში ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 9 მაისს, 18:00 საათიდან, ეტაპობრივად აღდგება.
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" მომხმარებელს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ საცხოვრებელ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე: 16 114