რუსთავში, მე-17 მიკრო-რაიონში ქვეწარმავალი ნახეს.
ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა შხამიანი ქვეწარმავალი დღის საათებში ნახეს და მოკლეს.
მოსახლეობა სადარბაზოებში და საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ქვეწარმავლის დაფიქსირების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიში და გამოიძახოთ ჯგუფი რომელიც მათ გაუვნებელყოფაში დაგეხმარებათ. სამსახური 24 საათის მანძილზე მუშაობს, ცხელი ხაზი დღის საათებში 0341 24 10 44, 0341 29 37 75 ღამის საათებში 0341 22 47 37, 0341 22 00 05.