ხანძარი და დაკვამლიანება მადაგონში [video]

2019-05-08 00:09:06

რესტორან მადაგონში ცეცხლი გაჩნდა. [ვიდოე/video]

მომსახურე პერსონალის ინფორმაციით, ცეცხლი ელექტრო სადენებს გაუჩნდა და რამაც სამზარეულოში ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც.