გამოფენა "ოთხი +" [photo]

2019-05-07 19:12:02

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, საგამოფენო დარბაზში, ახალგაზრდა მხატვრის გიორგი ჩაჩანიძეს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

გამოფენა "ოთხი +"-ის ფარგლებში, 23 მოსწავლის მიერ შექმნილი, 99 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

"გიორგი არის ძალიან საინტერესო ახალგაზრდა მხატვარი. მიხარია, რომ გიორგის ჰყავს ამდენი მოსწავლე. მიყვარს გიორგის ნახატები და წარმატებას ვუსურვებ მის "ფარეხის" მოსწავლეებს. ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრმა ბავშვმა აიღოს ფუნჯი, ფანქარი და დაიწყოს ხატვა, რადგა ეს არის თერაპია და ეს ადამიანებს გვჭირდება"- განაცხადა რუსთავის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარიკა ფიროსმანაშვილმა

დამწყები მხატვრების შემოქმედებას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლებიც გაეცნენ.