ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
ერთმანეთს "ფორდი"-ს მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და "მერსედესი"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
შეჯახების დროს მიკროავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევისას არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
არსებული ინფორმაციით ორივე ავტომობილის მძღოლი აცხადებს რომ შუქნიშნის მწვანე ფერზე გაიარა.
დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებები ევაკუატორით შესაბამის ავტოსადგომზე გადაიყვანეს.