რუსთავში, კოსტავას გამზირზე, პირამიდაში თამარ ფეიქრიშვილის პერფომანსი სახელწოდებით "სიცოცხლე ჩვენია, მე ვირჩევ მას" გაიმართა. მაყურებელმა იხილა ინსტალაციური ხელოვნება. ჩვენების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა, ინსპირაციის წყარო კი პირამიდა იყო. ავტორის თქმით პირამიდის ზედა რაკურსიდან კარგად ჩანს თუ როგორ ჭაობშია ადამიანების ის კატეგორია რომელიც ცხოვრების არა ჯანსაღ წესს ირჩევენ.
"ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე ეს არის გარკვეული სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ ვინც არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო უმძიმეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტკივილს განიცდის. ეს ყველაფერი არ ეხება ინდივიდებს ეს ეხება ყველას, პრობლემა უფრო გლობალურია ვიდრე ლოკალური", - თამარ ფეიქრიშვილი.