რუსთავის "ხარები" დიდი 10-ის ფინალში [video]

2019-05-05 18:32:32

რუსთავი არენაზე დიდი 10-ის წინასწარი ფინალი გაიმართა. [ვიდეო/video]

ქვემო ქართლის დერბიში გადამწყვეტი მატჩის საგზურისთვის რუსთავის "ხარები" მარნეულის "არმაზს" დაუპირისპირდა.

რუსთავის "ხარებმა" მარნეულის "არმაზს" 27:21 ანგარიშით მოუგო.

"დაძაბული თამაში გამოდგა, როგორც მოსალოდნელი იყო. ფინალში გადასასვლელ თამაშს, როგორც ეკადრებოდა. რაც შეეხება მომავალ მეტოქეს ბათუმში. ერთი თამაში უკვე წავაგეთ დიდი ანგარიშით და ეს სტიმულს მოგვცემს, ვისწავლით რაღაცებს, რომ შესაბამისი წინააღმდეგობა გავუწიოთ" განაცხადა, რუსთავის "ხარების" მორაგბემ გიგა ქვლივიძემ

რუსთავის "ხარები" ბათუმის "ბათუმს" ფინალში 12 მაისს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველებმა ფინალში, ბოლოს 25 წლის წინ ითამაშეს.


ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები