რუსთავში მწვანე საფარის განახლება მიმდინარეობს.
"რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა კოსტავას, შარტავასა და თბილისის ქუჩაზე არსებული გაზონები გათიბეს და მცენარეები სარეველა ბალახისგან გაასუფთავეს.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ბუჩქებისა და მცენარეების დეკორატიული ფორმირება და მწვანე საფარის განახლება.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, გამწვანების სამუშაოები დაგეგმილია სხვა მისამართებზეც, რომელიც არსებული დაზიანებული ხე-მცენარეებისა და ბუჩქების ჩანაცვლებას და არსებული მწვანე თარგების მოწესრიგებას გულისხმობს.
"რუსთავსერვის ცენტრის" ძირითადი საქმიანობის სფერო რუსთავის პარკებისა და სკვერების, გამწვანებული ურბანული ზონების, შადრევნებისა და სასმელი წყლის სოკოების მოვლა-პატრონობა, ასევე, ქალაქის ქუჩებზე არსებული მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირება და სანიტარული ჭრაა.