დაკავებები რუსთავში [video]

2019-05-05 11:15:11

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 6 პირი: 1983 წელს დაბადებული დ.კ., 1976 წელს დაბადებული დ.დ., 1965 წელს დაბადებული დ.ქ., 1973 წელს დაბადებული თ.მ., 1967 წელს დაბადებული ე.მ. და 1983 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. [ვიდეო/video]

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.