რუსთავში, VII მიკრორაიონში, მიტოვებული შენობის ნანგრევებზე 12 წლის ბავშვი ავიდა და ვეღარ ჩამოდიოდა. [ვიდეო/video]
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მოზარდი მაშველებმა უვნებლად ჩამოიყვანეს.
ადგილობრივები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ რომ - "უკვე წლებია შენობა მიტოვებულია, ბავშვები კი ხშირად დადიან ამ ნანგრევებზე და სანამ უბედური შემთხვევა არ მომხდარა იქნებ მერიამ მიაქციოს ყურადღება".