რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლებს შორის შეხვდრა გაიმართა.
შეხვედრაზე ციხის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები განიხილეს.
აქტივისტების განცხადებით, ისინი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ, რათა ციხის მშენებლობა შეჩერდეს.
ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლები და სამოქალაქო ატივისტები, ასევე მოითხოვენ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველები ჭყონდიდელის დასახლებაში ციხეების მშენებლობას უკვე 1 თვეა აპროტესტებენ.