მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-05-03 22:40:22

საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. 4 მაისს აგრილდება, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

5-6 მაისს დათბება და სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

თბილისში 4-5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 6 მაისს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4 მაისს +17, +19 , ხოლო 5-6 მაისს +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 4 მაისი +17°C, 5 მაისი +22°C, 6 მაისი +24°C, 7 მაისი +28°C.