რუსთავის ლომბარდებიდან სავარაუდოდ მოპარული ტექნიკა ამოიღეს (ვიდეო).

2017-03-10 21:11:13

რუსთავის ლომბარდებიდან სავარაუდოდ მოპარული ტექნიკა ამოიღეს. პოლიციამ ლომბარდებში ჩხრეკა ჩაატარა. ამოღებულია მაცივარი, გაზქურა და სარეცხის მანქანა. გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ ტექნიკას რომელიც ლომბარდში იყო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნდა. ჩვენი ინფორმაციით ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები რათა დადგინდეს მათი ნამდვილი მესაკუთრეები. "ინფო რუსთავი" შსს-ს დაუკავშირდა და ამ დრომდე დამატებით ინფორმაციის მიღებას ველოდებით.