რუსთავის ნიკო ფიროსმანის სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცეში გამოფენა სახელწოდებით "ფუნჯით ვეფერებით წმინდანებს" მოეწყო.
გამოფენაზე ნათია მაისურაძის ხატწერის სახელოსნოს 13 მოსწავლის მიერ შექმნილი 35 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
დამწყები ხატმწერების შემოქმედებას მეუფე იოანე, სასულიერო პირები, რუსთავის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც გაეცნენ.
როგორც მეუფე იოანემ აღნიშნა, ის კმაყოფილი დარჩა იმ წამოწყებით, რაც გამოფენაზე იხილა და ფიქრობს, რომ აუცილებელია ხატწერის სახელოსნოს მოსწავლეებმა კიდევ უფრო განავითარონ საქმიანობა და წინ წავიდნენ.
როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, ის ამაყი დარჩა საგამოფენო სივრცეში დანახული თანამოქალაქეების ნიჭიერებით.