რუსთავის ბაღებს საჩუქრები გადაეცათ. აღსაზრდელებმა ინვენტარი ლიეტუვას ქალაქ პანევეჟესისგან მიიღეს. პანევეჟესის მერიის, ბაღების და დღის ცენტრის თანამშრომლებმა რუსტაველ ბავშვებს სათამაშოები სატვირთო ავტომობილით გამოუგზავნეს.
საჩუქრები ერთერთ ბაღში ჩამოტვირთეს, მოხდება დახარისხება და ყველა ბაღში გადანაწილება. პროცესს ქალაქის მერი და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი ესწრებოდა. "საჩუქრების გადაცემის პროცესი ძალიან მხიარულად მიმდინარეობს, მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობარ ქალაქს და იმედი მაქვს, რომ ჩვენც კარგ მეგობრობას გავუწევთ. აქ არის როგორც სათამაშოები, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც ბაღებს მართლა სჭირდებათ და ჩვენს ბავშვებს ნამდვილად გამოადგებათ" - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ რომ პანევეჟესი რუსთავის დამეგობრებული ქალაქია.