უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე

2019-05-02 20:46:18

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ეკა პაპუაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად რუსთავში მიმდინარე მშენებლობები მოინახულა.

ირაკლი ტაბაღუა რამდენიმე ლოკაციაზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობების პროცესს გაეცნო და ადგილზე დასაქმებულთათვის უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხარისხიც შეამოწმა.

"პირველ რიგში მისასალმებელია, რომ ქალაქში ახალი საცხოვრებელი კორპუსები შენდება და ნებართვის მაძიებელთა რაოდენობა მომატებულია. 2018 წელს 7 საცხოვრებელ ბინაზე გავეცით მშენებლობის ნებართვა. მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალი საცხოვრებელი გარემო იქმნება და იმისთვისაც, რომ ადგილობრივებს დასაქმების შანსი ეძლევათ", - განაცადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

როგორც ირაკლი ტაბაღუამ აღნიშნა, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთათვის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით რუსთავის ობიექტებზე შდარებით კარგი მდგომარეობაა. მისი თქმით, კონკრეტულად იმ ლოკაციებზე, სადაც მან სამშენებლო სამუშაოები მოინახულა, კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმაა დაცული.