საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით დღეს, 2 მაისს, 18:11 წუთზე 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი" ავარიულად გაითიშა, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს, მათ შორის ქალაქ რუსთავს, შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
ელექტროენერგია შეეზღუდა რუსთავის წყლის ხრამის სათავე ნაგებობას, რის გამოც წყალმომარაგება შეზღუდული აქვს: ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიორებს; ჭყონდიდელის დასახლებას; ქალაქ გარდაბანს;
• კომპანიის სატუმბო სადგურებში ელექტროენერგიის მიწოდების შემდეგ წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება აღდგება.