ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში.

2017-03-10 18:10:45

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაახლოებით 17:30 საათზე შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევამ კი მოძრაობის რამდენიმე წუთით შეფერხება გამოიწვია. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია.