რუსთავში 2 მაისს ელ.მომარაგება შეიზღუდება

2019-05-01 18:06:21

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 07:00-დან 09:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ლეონიძის, შარტავას, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებზე, მე-7, 21-ე, მე-20, მე-8, მე-15, მე-14, მე-6, მე-7ა მიკრო-რაიონებში.

11:00-დან 19:00 საათამდე -დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო ოროზმანი, პანტიანი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში.

10:00-დან 19:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, ცოპი, ახლო ლალო და მიმდებარე სოფლებში. 14:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს მარნეულში გუდიაშვილის, ჯავახიშვილის, 26 მაისი, ქობულეთის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ კიზილ-აჯლოში.

12:00-დან 17:00 საათამდე - თეთრიწყაროში ფარნავაზის, აღმაშენებლის, კეცხოველის, კოსტავას, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს. 13:00-დან 15:00 საათამდე სოფლებს ქოთეში, დურნუკი, მარაბდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.