რუსთავში 2 მისამართზე ტროტუარების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები დავით აღმაშენებლის გამზირზე და ქუთაისის ქუჩაზე ხორციელდება.
რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის ზურა ტაბაღუას ინფორმაციით, ქუთაისის ქუჩაზე, 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ქვაფენილი დაიგება. დამონტაჟდება ბორდიურები და მოხდება ასფალტ ბეტონის საფარის განახლება.
პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ასევე 22-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც. მიდინარე და დასრულებული სამუშაოები ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დაათვალიერა.