"რუსთავსერვის ცენტრი" ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე საფარის მოწესრიგებას განაგრძობს.
საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, კოსტავას გამზირზე, კვიპაროსის ლეილანდები დაირგო. მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები რუსთავსერვის ცენტრის დირექტორმა გიორგი გოროზიამ დაათვალიერა.
"ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია",- განაცხადა გიორგი გოროზიამ.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქალაქის მასშტაბით, 1 561 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო. ინფო რუსთავის ინფორმაციით უახლოეს პერიოდში, სკვერსა და ქალაქის გამწვანების ზოლებში სეზონური ყვავილებიც დაირგვება, რომელიც რუსთავსერვის ცენტრმა საკუთარ სანერგე მეურნეობაში გამოიყვანა.
საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით სრულდება.
რუსთავში გამწვანების სამუშაოები თვის ბოლომდე გაგრძელდება.