საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის მსურველებისთვის ვაკანსიები გამოცხადდა.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, მსურველებს განაცხადის გაგზავნა 3 მაისის ჩათვლით შეუძლიათ. კანდიდატები რამდენიმე ეტაპს გადიან და ბოლოს შეირჩევიან ის მანდატურები, რომლებიც სპეციალურ მოსამზადებელ კურსს წარმატებით გაივლიან.
მანდატურების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:
საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან;
ნასამართლობის არმქონეს;
სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
სახელმწიფო ენის მცოდნეს;
სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
მანდატურის შესარჩევი კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ მანდატურების ხელფასი 600 ლარს შეადგენს.