რუსთავში რამდენიმე სადგურზე მგზავრები მიკროავტობუსების მოლოდინში არიან.
რუსთავის სადგურებზე მაღლივი კორპუსის, რკინიგზის სადგურის და დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების დეფიციტია.
ათობით მგზავრი მიკროავტობუსის მოლოდინში იყო.
კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ - "მიკროავტობუსები ჩვეული რეჟიმით მუშაობენ და დადგენილი მარშრუტით გადაადგილდებიან".
ფოტოები გადაღებულია 10:00 საათიდან 10:30 საათამდე შუალედში.