"რა ვქნათ? რუსთავში ვერ მოვდივართ"

2019-04-30 22:40:13

"ინფო რუსთავს" მგზავრები დაუკავშირდნენ და გვთხოვეს რომ ინფორმაცია გავავრცელოთ.

ერთერთი მგზავრი გვწერს რომ - "100-მდე მგზავრი ვიდექით სპორტის სასახლესთან, დაახლოებით 1 საათი ველოდეთ მიკროავტობუსს და არ მოვიდა, შემდეგ წავედით რკინიგზის სადგურთან და იქაც ანალოგიური სიტუაცია დაგვხვდა. რა ვქნათ? რუსთავში ვერ მოვდივართ".

"ინფო რუსთავი" კომპანია "ინტერტრანსს" დაუკავშირდა სადაც განაცხადეს რომ - "თბილისში სანაპიროს ქუჩაზე იყო ავტოსაგზაო შემთხვევა რის გამოც საავტომობილო გადაადგილება შეზღუდული იყო. მიკროავტობუსები აუცილებლად მივლენ სადგურებზე და მგზავრებს წამოიყვანენ".