რა ღირს სიკვდილი რუსთავში

2019-04-30 00:25:24

რუსთავის სასაფლაოზე არსებული ინფორმაციით 30 000 ადამიანია დაკრძალული, დაახლოებით 5000-მდე ადგილი კი წინასწარ, ცოცხალ ადამიანზეა გაყიდული.

"ინფო რუსთავმა" საფლავების ტენდენციებზე ბლოგი უკვე შემოგთავაზათ, ამჯერად გთავაზობთ სასაფლაოს მოწყობის ფასებს, ანუ რა ღირს სიკვდილი რუსთავში.

რუსთავში არის ორი, მუნიციპალური და კერძო სასაფლაო. მუნიციპალურ სასაფლაოზე ერთი გარდაცვლილის დაკრძალვა 60 ლარი ღირს. ლიმიტირებულია მიწის შეძენაც, მოქალაქეს, მიცვალებულისთვის განკუთვნილი მაქსიმუმ 4 ადგილის შეძენა შეუძლია. თითო ადგილის ღირებულება, 50 ლარია, გარდაცვალების რეგისტრაციის ღირებულება კი 10 ლარს შეადგენს.

კერძო სასაფლაოზე ფასები ადგილების მიხედვით არის. ორადგილიანის ღირებულება 1 400 ლარი, ხოლო ოთხადგილიან 1 800 ლარი ღირს. აღნიშნულ თანხაში შედის სასაფლაოს ბეტონით მოწყობა და მაგიდის განთავსება.

რაც შეეხება სასაფლაოს მოწყობას, ორადგილიანი სასაფლაოს გრანიტით მოწყობა 2500 ლარი, ხოლო 4 ადგილიანი 3000 ლარი ღირს. შედარებით ძვირია სასაფლაოს ბაზალტის ქვით მოწყობა, ამ შემთხვევაში 2 ადგილიანი 4000 ლარი ღირს, ხოლო 4 ადგილიანი 5000 ლარამდე. ფასში იგულისხმება სკამების და მაგიდის მოწყობაც.

ბოლო პერიოდში ჭირისუფლების დიდი ნაწილი გარდაცვლილებისთვის ფერად სურათს ირჩევს, რომლის ფასი 300 ლარიდან იწყება და 2000 ლარამდე ადის.

რაც შეეხება სასაფლაოს მოვლა-პატრონობას, რუსთავის თვითმმართველობას აქვს შესაბამისი შპს რომელიც ჭირისუფალს სერვისს თვეში 10 ლარად სთავაზობს და საფლავის კვირაში ერთხელ დალაგება-დასუფთავებას გულისხმობს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ შპს "გემა"-ს მისამართი ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქუჩა #19 საკონტაქტო ნომერი: 599 43 64 43