რუსთავის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეფერხებულია, თუმცა შეზღუდვები არ არის და ავტომობილებს აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ორმხრივად შეუძლიათ.
ადგილზე მობილიზებულია საპატროლო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, რომელიც მოძრაობას არეგულირებს.
შეგახსენებთ, რომ "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, საცობების არსებობის შემთხვევაში, 29 აპრილს საპატრულო პოლიცია გზებზე მოძრაობის ახალ მარშრუტს დააწესებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა ქალაქში დაბრუნებას გაჩიანის გზით შეძლებს.