ინციდენტი რუსთავის პარკში [photo]

2019-04-25 00:34:48

ინციდენტი რუსთავის ცენტრალურ პარკში საღამოს საათებში მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც ველოსიპედით მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა შლაგბაუმს შეასკდა.

როგორც გაირკვა მან ტრანსპორტის შემზღუდავი ვერ შეამჩნია.

ახალგაზრდა მსუბუქად დაშავდა, მას დახმარება პარკის თანამშრომლებმა ადგილზე აღმოუჩინეს.

დაზიანდა შლაგბაუმი. ააიპ "რუსთავსერვის ცენტრი" მოქალაქეებს მოუწოდებს ყურადღებით იყვნენ და იმ ბილეკებზე სადაც ხალხი სეირნობს ველოსიპედით მაღალი სიჩქარით ნუ გადაადგილდებიან.