რუსთავში, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, მეუფე იოანე, სასულიერო პირები და ადგილობრივი თვითმმათველობის წევრები მუნიციპალურ მოხუცთა თავშესაფარში მივიდნენ, მოხუცები მოინახულეს, დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.
"მთელი მსოფლიოს სიბრძნე, ფილოსოფიური სისტემები ყველაფერი რომ შეკრიბო ვერ აღემატება ორ სიტყვას - ქრისტე აღსდგა!" - ამის შესახებ მეუფე იოანემ განაცხადა.
"მინდა გულით და სულით მივულოცო აღდგომის დღესასწაული ჩვენს მოქალაქეებს , სრულიად საქართველოს. ჩვენ ვიმყოფებით მოხუცთა თავშესაფარში და ის ტრადიცია, სადაც ვიკრიბებით ქალაქის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დღევანდელ დღეს აღვნიშნავთ"-განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.