იქნება თუ არა სასაფლაოებზე მისასვლელ გზებზე შეზღუდვები

2019-04-27 21:32:44

28-29 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე დილიდან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნებიან მობილიზებულები. ამ ეტაპზე უცნობია დაწესდება თუ არა გზებზე გარკვეული შეზღუდვები.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, საცობების არსებობის შემთხვევაში, 28-29 აპრილს საპატრულო პოლიცია გზებზე მოძრაობის ახალ მარშრუტს დააწესებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა ქალაქში დაბრუნებას გაჩიანის გზით შეძლებს.