რუსთავის სასაფლაოზე 4 ახალი წყლის ავზი განთავსდება. ავზების მონტაჟი სხვადასხვა ლოკაციებზე უკვე დაიწყო.
თითოეული ავზის ტევადობა დაახლოებით 25 ტონა იქნება და როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში სარიტუალო მომსახურება შპს "გემას" ხელმძღვანელმა ნუგზარ ლურსმანაშვილმა აღნიშნა, წყლის სათავსო სასაფლაოზე მისული ჭირისუფლისთვის კვირაში 7 დღის განმავლობაში, სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ავზებში სასმელად ვარგისიანი წყალი არ მოთავსდება, თუმცა სასაფლაოზე მისულთათვის მისი გამოყენება ნარგავების მოსარწყავად, დასასუფთავებლად და სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი.