"თქვენი სახლში ჯდომით ვზარალდებით"

2019-04-27 00:14:50

რუსთავში, ერთ-ერთ რესტორანში დასაქმებულები სააღდგომოდ ოჯახის წევრების თუ ახლობლების საფლავს ვერ მიაკითხავენ.

"თქვენი სახლში ჯდომით ვზარალდებით და აგვინაზღაურეთ ეს ზარალი თუ მასე გინდათ", - ნათქვამია "ინფო რუსთავისთვის" სოციალური ქსელის მომხმარებლის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებაში. რესტორნის თანამშრომელი რომელიც ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, გვწერს, რომ ეს სიტყვები, რესტორანში დასაქმებულებს ხელმძღვანელმა პირებმა უთხრეს.

როგორც აღნიშნულ წერილში ვკითხულობთ, აღდგომის დღეებში, მაშინ როცა ყველა ისვენებს, რუსთავში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში დასაქმებულებს მუშაობა მოუწევთ.

"მინდა ერთ პრობლემაზე გაცნობოთ, რაც ყველას გვეხება ამ შემთხვევაში. რუსთავში არსებულ რესტორანში დასაქმებულებს, თხოვნის გამო, რომ ერთი დღე დაგვესვენა, საყვედურები გამოგვიცხადეს და შეიძლება მუქარადაც კი ჩაითვალოს ის, რაც გვითხრეს. უფროსობამ გადმოგვცა, თქვენი სახლში ჯდომით ვზარალდებით და აგვინაზღაურეთ ეს ზარალი თუ მასე გინდათ. თუ მოინდომეს დასვენება ხელფასები შეუჩერე და აანაზღაურონ", - ნათქვამია წერილში.

შეტყობინების ავტორი საინფორმაციო სააგენტოს ანონიმურობის დაცვას სთხოვს. "ინფო რუსთავი" ამ ეტაპზე არ ახდენს არც დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას.