რუსთავში სიჩქარის კონტროლის 5 სექცია მოქმედებს

2019-04-20 00:37:26

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რეგიონებში  სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს აგრძელებს.

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამ დროისთვის 270 კამერაა დამონტაჟებული საიდანაც 69 ჭკვიანია დანარჩენი კი ზოგადი ხედვის ვიდეო კამერაა.

ინფო რუსთავის ინფორმაცით, საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 69 კამერიდან, რუსთავში 3 ქუჩაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 5 სექცია მოქმედებს.

რუსთავში სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

1. რუსთავში, ქუთაისის ქუჩიდან - ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

2. რუსთავში, ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთიდან - ქუთაისის ქუჩის დასასრულამდე (ჟ.შარტავას გამზირამდე), ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

3. რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და ი.ცურტაველის ქუჩის კვეთიდან (მ.კოსტავას ხიდი) - მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთამდე (მ.კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

4. რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთიდან (მ.კოსტავას ხიდი) - მ. კოსტავას გამზირისა და ი.ცურტაველის ქუჩის კვეთამდე (მ. კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

5. რუსთავში, სანაპიროს ქუჩა (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით 2669 ვიდეოკამერაა ამოქმედებული და მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 447 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.