2019-04-25 23:22:38
26-29 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია თბილი ამინდი. 27-29 აპრილს სითბოს ფონზე, ძირითადად საღამოს საათებში, საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოში კი +20, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
თბილისში 26-27 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 28-29 აპრილს დღის ბოლოს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 26 აპრილი +21°C, 27 აპრილი +22°C, 28 აპრილი +23°C, 29 აპრილი +16°C.