ავარიის შედეგად 5 მოზრდი დაშავდა

2019-04-25 12:35:30

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ შინდისში.

"მერსედესის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც სავარაუდოდ არასრულწლოვანი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ბოძს, შემდეგ კი სახლის ჭიშკარს შეეჯახა. მანქანაში 5 მოზარდი იმყოფებოდა. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა და სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ადგილზე სასწრაფო დახმარების და პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.

ფოტო: imedinews