სუიციდის მცდელობა მეგობრობის გამზირზე.

2017-03-09 17:36:48

სუიციდის მცდელობა მეგობრობის გამზირზე. გავრცელებული ინფორმაციით 42 წლის მამაკაცმა რომელიც მეგობარ გოგონას დაშორდა თავის მოკვლა სცადა. საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. "ინფო რუსთავი" იმ პირს გაესაუბრა რომელმაც სასწრაფო გამოიძახა. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა რომ ოჯახური პრობლემების გამო ემოციურად რთული მდგომარეობა ჰქონდა, 112-ზე დარეკა და ფსიქოლოგთან გასაუბრება ითხოვა, გავრცელებული ინფორმაცია სუიციდის მცდელობასთან დაკავშირებით უარყო.