24 აპრილს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-04-23 17:24:09

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში თოდრიას, კლდიაშვილის, 1 მაისის და მიმდებარე ქუჩებზე.

09:30-დან 19:00 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სართიჭლა, მუღანლო, თელეთი. 10:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან 14:00 საათამდე - მარტყოფში. 13:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, კალინინო, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში. 15:00-დან 16:00 საათამდე - სოფლებში სიონის უბანი, ხაშმი, სამგორი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს დმანისში და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კამარლო, კიზილქილისა, დაგარახლო, ბაზაქლო, ქვემო ოროზმანი და მიმდებარე სოფლებში.

17:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს მარნეულში რუსთაველის, გამსახურდიას, 26 მაისი, ჩოლოყაშვილის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.