"რუსთავის წყალი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

2019-04-23 12:14:57

24 აპრილს, რუსთავის წყალი იაღლუჯის რეზერვუარის მიმდებარედ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანია რუსთავის წყალმა, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალური ქსელის 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთი შეცვალა. 
ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია ხვალ, 24 აპრილს განახორციელებს. 

ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 24 აპრილს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქ.რუსთავში, VI,VII,VIIა და VIII მიკრორაიონებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.

კომპანია „რუსთავის წყალი“ დიკომფორტისთვის ბოდიშს უხდის აბონენტებს და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები მოკლე  დროში  დაასრულოს.