"აჩუქე წიგნი"

2019-04-23 10:31:40

წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია "აჩუქე წიგნი" რუსთავშიც გაიმართა.

რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა, რამდენიმე ლოკაციაზე, სტენდი "აიღე და აჩუქე წიგნი"  წარწერით განათავსეს და გამვლელები წიგნებით დაასაჩუქრეს.

აქციის ფარგლებში, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ წიგნებით, თბილისში მიმავალი სტუდენტები, ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე პირადად დაასაჩუქრა.

თვიმმართველობის წარმომადგენლებმა კი, წიგნები სკოლებსა და საბავშვო ბაღებს გადასცეს.

წიგნის დღესთან დაკავშირებით, მერიის ფოიე, გაფორმდა თოკებით, რომელზეც დაიკიდა წიგნები და წიგნის ყდები.

აქციას სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები