რუსთავში დაკარგული გოგონა იპოვეს

2019-04-22 21:12:54

რუსთავში დაკარგული მოზარდი იპოვეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით გოგონა რუსთავში თავის მეგობართან, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ ბინაში იმყოფებოდა.

არასრულწლოვანი ბინაში პოლიციამ უვნებელი ნახა.

ამ დროისთვის მოზარდი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.