რუსთავში სასაფლაოების დასუფთავება მიმდინარეობს

2019-04-24 10:11:42

"რუსთავსერვის ცენტრი" რუსთავის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიას, მისასვლელ გზას და სასაფლაოების ფერდობს ასუფთავებს.

დასუფთავების სამუშაოებში რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობენ, რომლებსაც ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები გააქვთ.

როგორც სამსახურში აცხადებენ, კვირის განმავლობაში მოხდება სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა, ამისთვის რუსთავსერვის ცენტრმა 1 სპეც. ტექნიკა და 1 მანქანა გამოყო, რაც ხელს შეუწყობს დასუფთავების სამუშაოების ეფექტურ შესრულებას.