რუსთაველი მოჭიდავე საქართველოს ჩემპიონია

2019-04-23 00:31:43

რუსთაველი მოჭიდავე გუჯა ბარბაქაძე კაზახური სტილით ჭიდაობაში ზრდასრულებს შორის ჩემპიონი გახდა.

თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გამართულ ჩემპიონატზე გუჯა ბარბაქაძემ 4 შეხვედრა ჩაატარა და 4-ვე სრული უპირატესობით დაასრულა.

რუსთაველი მოჭიდავე 20 წლისაა და 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. მან ჭიდაობა 8 წლის ასაკიდან დაიწყო და საქართველოს ჩემპიონობა მისი ყველაზე დიდი წარმატებაა. ამ გამარჯვებამ გუჯას ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუტანა, ევროპის ჩემპიონობისთვის კი ივნისის თვეში, სავარაუდოდ ისრაელში იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ კაზახურ ჭიდაობაში (კურესში) საქართველოში პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა, მისი გამარჯვებული კი რუსთაველი მოჭიდავე გახდა.