დაშავებულ სპეცრაზმელებს შორის რუსთაველებიც არიან [photo]

2019-04-22 11:02:14

პანკისში დაშავებულ სპეცრაზმელებს შორის რუსთაველებიც არიან.

პანკისის სათემო რადიო ავრცელებს ფოტოებს სადაც ჩანს რომ აქციის რამდენიმე მონაწილე, შეტაკების შედეგად დაშავებულ სპეცრაზმელს დახმარებას და მის უსაფრთხო ადგილზე გაყვანას ცდილობს.

შსს-ში აცხადებენ რომ სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მათი ნაწილი უკვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.

შს მინისტრმა განაცხადა რომ - "ყველა, ვინც ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომელზე, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს."