"დილამშვიდობისა ასდოლარიანო" [photo]

2019-04-21 22:42:54

რუსთავის თეატრში კიდევ ერთი სპექტაკლის "დილამშვიდობისა ასდოლარიანო" პრემიერა გაიმართა.

ერთი ოთახი, მილიონერი მოხუცი, მისი ქართველი მომვლელი და ყოველდღიური რუტინა თანხის გამო. ემიგრანტი ფულს აგროვებს და საქართველოში ქმარს უგზავნის. გადის წლები და ახლოვდება დღე როდესაც ქალი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს, ჩაეხუტოს ოჯახის წევრებს, ხოლო დაგროვილი თანხით ახალი ცხოვრება დაიწყოს. ქალი მოულოდნელად იგებს რომ მისმა ქმარმა ფული წაიღო, სახლიდან წავიდა და ცოლად სხვა მოიყვანა.

ემიგრანტების ტრაგიკომიკური ბედი ორ მოქმედებად თეატრის ცისფერ დარბაზში დაიდგა.

პიესის ავტორები პეტრე ხოტიონოვსკი და ინგა გარუჩავა არიან, ხოლო რეჟისორი ქეთი დოლიძეა. სპექტაკლში რუსთავის თეატრის მსახიობები ნათელა მუხულიშვილი, ნათია არბოლიშვილი, ლაშა კანკავასთან და ასევე მოწვეული მსახიობი იური ფოფხაძე მონაწილეობენ.